ჩინეთის ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ კონკურსში CWSA ( China Wine and Spirits Awards ), სადაც 55 ქვეყნიდან 5000-ზე მეტი ნიმუში იყო წარდგენილი, „Tsereteli Wine & Spirits” -ის ღვინოები: „ახაშენი“, „მწვანე“ და „საფერავი ქვევრი“ ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.
მრავალი წლის განმავლობაში ჩინეთის ღვინის ბაზარი ერთ-ერთ დიდ ბაზრად ითვლება მსოფლიოში. CWSA-ს კონკურსის შემფასებლების შემადგენლობა ჩინეთისა და ჰონკონგის წამყვანი სომელიეებისა და ექსპერტებისგან შედგება.
მსოფლიოს სხვადასვხა, მრავალი ცნობილი კომპანია ეჯიბრება ერთმანეთს ყოველწლიურად და საამაყოა, რომ ჩვენი ღვინო საუკეთესოთა შორის არის. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ პროდუქციის ხარისხიზე და წარმატება CWSA -ს კონკურსზე მხოლოდ აძლიერებს სურვილს შევქმნათ საუკეთესო ღვინოები მომავალშიც საქართველოს და საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მისაღწევად.

 

 

Please verify your age

You must be 21 years old to visit this site