• CFDF 2019

    ჩატრადა უდიდესი მასშტაბის ღვინის გამოფენა ჩინეთში, ქალაქ ჩენგდუში, სადაც ჩვენმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

     

     

     

  • “Prowine China 2018”

    კომპანიამ მოიპოვა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება შანხაიში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე – “Prowine China 2018”

     

  • ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი აღიარება

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართული პირველი საერთაშორისო გამოფენა “China International Import Expo 2018” ჩვენი კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა!

    ჩინური მხარის მიერ ორგანიზებული შეხვედრების ფარგლებში შპს “წერეთელი ვაინ ენდ სფირითსმა”, როგორც ყველაზე სანდო და ხარისხით გამორჩეულმა კომპანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო სავაჭრო კომანიასთან. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ჩინეთის ბაზარზე შპს “წერეთელი ვაინ ენდ სფირითსის” პროდუქციის პოპულარიზაცია და რეალიზაცია.

    Сhina International Import Expo 2018 _ მსოფლიოს მასშტაბით უმნიშვნელოვანესი გამოფენა ჩინეთში, შანხაიში 2018 წლის 05-10 ნოემბერს გაიმართა. გამოფენის გახსნას მსოფლოს წამყვან ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო.

    Сhina International Import Expo 2018-მა მსოფლიოს 172 ქვეყნის 4000-მდე ბიზნეს კომპანიას უმასპინძლა, ვიზიტორთა რაოდენობამ კი ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

    საერთაშორისო გამოფენაში საქართველოდან 50-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

  • ჭაჭის ფესტივალი 2018

    პირველად საქართველოში, კულტურის პალატის ინიციატივით, ქალაქ თელავში, 3 ნოემბერს გაიმართა ჭაჭის ფესტივალი, სადაც ჩვენი კომპანია იყო წარმოდგენილი სხვა ჭაჭის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად

     

     

  • მნიშვნელოვანი სიახლე

    ღვინის მსოფლიო კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე “Tsereteli Wine and Spirits”-ს გადაეცა დიპლომი, რომელიც პერსონალურად ლუკა მარონემ გადასცა.

           

          

  • Tsereteli Wine & Spirits

    ზურაბ წერეთლის სახელობის პრემიუმ ხარისხის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების შეძენა უკვე შესაძლებელია სანქტ-პეტერბურგის პულკოვის აეროპორტის დუტი – ფრიში.

  • „Tsereteli Wine & Spirits” -ის ღვინოებმა კიდევ ერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება!

    ჩინეთის ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ კონკურსში CWSA ( China Wine and Spirits Awards ), სადაც 55 ქვეყნიდან 5000-ზე მეტი ნიმუში იყო წარდგენილი, „Tsereteli Wine & Spirits” -ის ღვინოები: „ახაშენი“, „მწვანე“ და „საფერავი ქვევრი“ ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.
    მრავალი წლის განმავლობაში ჩინეთის ღვინის ბაზარი ერთ-ერთ დიდ ბაზრად ითვლება მსოფლიოში. CWSA-ს კონკურსის შემფასებლების შემადგენლობა ჩინეთისა და ჰონკონგის წამყვანი სომელიეებისა და ექსპერტებისგან შედგება.
    მსოფლიოს სხვადასვხა, მრავალი ცნობილი კომპანია ეჯიბრება ერთმანეთს ყოველწლიურად და საამაყოა, რომ ჩვენი ღვინო საუკეთესოთა შორის არის. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ პროდუქციის ხარისხიზე და წარმატება CWSA -ს კონკურსზე მხოლოდ აძლიერებს სურვილს შევქმნათ საუკეთესო ღვინოები მომავალშიც საქართველოს და საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მისაღწევად.

     

     

  • “Tsereteli Wine & Spirits” -ის ალკოჰოლური სასმელების პრეზენტაცია

    16 დეკემბერს, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ჩვენი კომპანიის ახალი ღვინოებისა და მაღალალკოჰოლური სასმელების პრეზენტაცია. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს “Tsereteli Wine & Spirits” -ის პროდუქცია და მოისმინეს კომპანიის სამომავლო და საქველმოქმედო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

Please verify your age

You must be 21 years old to visit this site