2015

პროდექსპო

2015 წლის თებერვალში, ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ” პროდექსპო ” ჩატარდა. კომპანია “Tsereteli Wine and Spirits”-ის კონიაკი “Tsereteli X.O” წლის საუკეთესო სასმელად დასახელდა და გრან პრით დაჯილდოვდა, ხოლო ღვინოები: ქინძმარაული, ახაშენი, წინანდალი, მუკუზანი, საფერავი ოქროს მედლებითა და სიგელებით.

2016

CWSA ( China Wine and Spirits Awards )

ჩინეთის ყველაზე მაშტაბურ, პრესტიჟულ კონკურსში CWSA ( China Wine and Spirits Awards ) კომპანია „ Tsereteli Wine and Spirits“-ის ღვინო ” მუკუზანი” და ” წინანდალი ოქროს და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
მრავალი წლის განმავლობაში ჩინეთის ღვინის ბაზარი ერთერთ დიდ ბაზრად ითვლება მსოფლიოში.
CWSA-ს კონკურსის შემფასებლების შემადგენლობა ჩინეთისა და ჰონკონგის წამყვანი სომელიეებისა და ექსპერტებისგან შედგება. მათ აღნიშნეს, რომ 2016 წლის CWSA-ს კონკურსის ღვინის ნიმუშების ხარისხი გამოირჩეოდა ყველა წლის, გაგზავნილი ნიმუშების ხარისხებს შორის და საკმაოდ რთული იყო არჩევანის გაკეთება.
„მოხარულები ვართ და ძალიან საამაყოა ჩვენი კომპანიისთვის CWSA ( China Wine and Spirits Awards ) 2016 -ის კონკურსზე გამარჯვება. მსოფლიოს სხვადასვხა, მრავალი ცნობილი კომპანია ეჯიბრება ერთმანეთს ყოველწლიურად და საამაყოა, რომ ჩვენი ღვინო საუკეთესოთა შორის არის. მუდმივად ვზრუნავთ პროდუქციის ხარისხიზე და წარმატება CWSA -ს კონკურსზე მხოლოდ აძლიერებს სურვილს შევქმნათ საუკეთესო ღვინოები მომავალშიც საქართველოს და საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მისაღწევად“.

Please verify your age

You must be 21 years old to visit this site