ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართული პირველი საერთაშორისო გამოფენა “China International Import Expo 2018” ჩვენი კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა!

ჩინური მხარის მიერ ორგანიზებული შეხვედრების ფარგლებში შპს “წერეთელი ვაინ ენდ სფირითსმა”, როგორც ყველაზე სანდო და ხარისხით გამორჩეულმა კომპანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო სავაჭრო კომანიასთან. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ჩინეთის ბაზარზე შპს “წერეთელი ვაინ ენდ სფირითსის” პროდუქციის პოპულარიზაცია და რეალიზაცია.

Сhina International Import Expo 2018 _ მსოფლიოს მასშტაბით უმნიშვნელოვანესი გამოფენა ჩინეთში, შანხაიში 2018 წლის 05-10 ნოემბერს გაიმართა. გამოფენის გახსნას მსოფლოს წამყვან ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო.

Сhina International Import Expo 2018-მა მსოფლიოს 172 ქვეყნის 4000-მდე ბიზნეს კომპანიას უმასპინძლა, ვიზიტორთა რაოდენობამ კი ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

საერთაშორისო გამოფენაში საქართველოდან 50-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Please verify your age

You must be 21 years old to visit this site